ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საზოგადოებას სთავაზობსერთიანი ეროვნული პლატფორმის გასაგრძელებლად იდეები სოციალურ ქსელში მიაწოდონ.
,,ჩვენ საზოგადოებას ბევრი დასაკარგი დრო არა ქვს. ამიტომ მოდით, ახლავე დავიწყოთ აზრთა გაცვლის ღია, გამჭვირვალე პროცესი, სადაც წარმოდგენილი იქნება ყველა იდეა, რომელთა საფუძველზეც შევქმნით ერთიან ეროვნულ პლატფორმას წინსვლის გასაგრძელებლად. ამიტომ მოგმართავთ თხოვნით, მომაწოდოთ თქვენი იდეები და რჩევები. მომწერეთ ჩემი ფეისბუქის გვერდზე. ჩემ გუნდთან ერთად, მე ყველაფერს გავეცნობი და თქვენი წინადადებების ანალიზის შედეგად, განსახილველად შემოგთავაზებთ ხედვას ჩვენი ქვეყნის ახალი, ასე ნანატრი დღისთვის. რაც მთავარია, ეს არ იქნება ერთი კონკრეტული პოლიტიკური ძალის პლატფორმა. ეს იქნება სოციალური პროცესი, რომელიც საშუალებას მოგვცემს გავშალოთ საერთო ეროვნული დებატები იმაზე, თუ რა გვინდა ჩვენი ქვეყნისთვის, რა სჭირდება მის უკეთეს ხვალინდელ დღეს - პოზიტიური და ოპტიმისტური დებატები, ფოკუსირებული არა წარსულზე, არამედ მომავალზე", _აცხადებს სააკაშვილი და სოციალურ ქსელში საზოგადოებას რამდენიმე მისეულ ხედვასაც უზიარებს.