,,ნაციონალური მოძრაობის" ცენტრალურ ოფისთან "თავისუფალი თაობის" აქცია მიმდინარეობს. როგორც ჟურნალისტებთან ,,თავისუფალი თაობის" ხელმძღვანელმა ლადო სადღობელაშვილმა განაცხადა მათი მოთხოვნაა, აიკრძალოს "ნაციონალური მოძრაობა" და მოხდეს პარტიის გასამართლება.
აქციის მონაწილეებს მიტანილი აქვთ ყვავილები და ცოცხები.
,,ნაცმოძრაობის" ოფისთან მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.