ავიაკომპანია Swiss-ი 2015 წლისთვის, ევროპის მიმართულებით 22 ახალ მარშრუტს დაამატებს. უკვე ცნობილია, რომ ახალი ავიაკომპანია იფრენს ავსტრიის, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, ლატვიის, პოლონეთის, შვედეთის და ფინეთის მიმართულებით.
ასევე დაგეგმილია ფრენების განხორციელება მალტის მიმართულებითაც.
ავიაკომპანია Swiss-ი, რომელიც ციურიხშია ბაზირებული Lufthansa-ს ჯგუფში შედის, ახალი მიმართულებების დამატებისთვის სოლიდური ინვესტიციის ჩადებას აპირებს. საუბარია ახალი Airbus-ის შეძენაზე.
იმავდროულად Swiss-ი გეგმავს საბორტო კვებას გადახედოს, საუბარია იმ მიმართულებებზე, სადაც ავიაკომპანია ფრენებს Airbus А320-თა და Airbus А321-ით ახორციელებს.