"ამ შეთანხმებით კი ბევრ ადგილას საუბარი მიდის სუვერენიტეტის დაკარგვაზე",_ აცხადებს ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის სპიკერი ვალერი ბგანბა და თავის უკმაყოფილებას არ მალავს.
მისი თქმით, აფხაზეთში ყველას ესმის, რომ რუსეთთან ინტეგრაცია აუცილებელია, რომ ის მათი სტრატეგიული მოკავშირეა, მაგრამ ამავე დროს, ეს არ ნიშნავს, რომ "ამისათვის ჩვენ ჩვენი სუვერენიტეტი უნდა დავკარგოთ".
ვალერი ბგანბა უფრო შორს მიდის და აცხადებს, რომ მისი აზრით სულაც არ იყო საჭირო რუსეთთან ახალი შეთანხმების გაფორმება და ის რაც უკვე გაფორმებულია აფხაზეთის და რუსეთის "თანასწორუფლებიანი ურთიერთობისათვის" სავსებით საკმარისი იყო.
"მეტი კითხვაა ვიდრე პასუხი. ყოველთვის ვამბობდი, რომ 2008 წელს გაფორმებული შეთანხმება რომელიც ჩვენ გვაქვს რუსეთთან სავსებით საკმარისია და ყველა მოთხოვნას პასუხობს. მით უფრო, რომ მისი განვითარებისათვის გაფორმებულია დამატებით 80-ზე მეტი შეთანხმება. უბრალოდ ეს ყველაფერი უნდა გადახედილიყო და შევსებულიყო, მეტი არაფერი",_ აცხადებს ბგანმა და აღნიშნავს, რომ ის მოერიდება ფორმულირებას "ნეგატიური", მაგრამ ყველა ე.წ. პარლამენტარის რეაგირება სწორედ ასეთი იყო, ვინაიდან "მრავალ ადგილზე საუბრი სუვერენიტეტის დაკარგვაზე მიდის".
"სხვა დეპუტატების რეაქცია ასეთივე იყო. ბევრი კითხვაა, ზის ყველა, რაღაცეებს შლიან, ასწორებენ. არ მინდა გამოვიყენო ისეთი ფორმულება, როგორიც არის "ნეგატიური" მაგრამ სიმართლისთვის უნდა ითქვას, რომ რეაქცია მასთან მიახლოებულია, იმიტომ , რომ მრავალ ადგილას საუბარი მიდის სუვერენიტეტის დაკარგვაზე.
ამირომაც დეპუტატების რექცია ვერ იქნებოდა დადებითი, მით უფრო მათი პოლიტიკური ორიენტაციის გათვალისწინების გარეშე. დეპუტატების მთელი მასა, რბილად რომ ვთქვათ შეთანხმების ამ რედაქციას არ ეთანხმება",_ ამბობს
ბგანბა და იმ საკითხებს აყალიბებს, რომლებმაც აფხაზური მხარის ყველაზე დიდი უკმაყოფილება გამოიწვია:
"საუბარი მიდის მაგალითად, გაერთიანებული შეიარაღებული დაჯგუფების შექმნაზე, და ამასთან ერთად გაუკრვეველია გვინარჩუნდება თუ არა ჩვენ თავდაცვის სამინისტრო თავისი სტრუქტურებით? საუბარი მიდის იმაზე, რომ ამ დაჯგუფების ხელმძღვანელობა რაიმე სახის აგრესიის შემთხვევაში რუსული მხარის ხელში გადავა, საუბარი მიდის საბაჟო კონტროლზე ჩვენი ქვეყნის შიგნით, ანუ აეროპორტში, ვთქვათ თუ მისი მუშაობა აღდგება, პორტშიც საბაჟო კონტროლის გამხორციელებას რუსული მხარე აპირებს.
საუბარი მიდის ყველა სასაზღვრო სამსახურის გადადისლოცირებაზე ქართულ-აფხაზურ საზღვარზე. ამავე დროს როდესაც ჩვენ უკვე ვლაპარაკობთ პორტსა და აეროპორტზე, გამოდის, რომ ვექტორი თავად აფხაზეთის შიგნით არის მიმართული.
ის ტვირთები, რომლებიც შემოდის აფხაზეთში სხვა ქვეყნებიდან რუსული მხარის მიერ გაკონტროლებული არ უნდა იყოს. რა თქმა უნდა ეს ჩვენი მებაჟეებისა და ჩვენი მესაზღვრების საქმეა.
იქ მრავალი რამ არის გაუგებარი. მაგალითად განათლების სტანდარტები: არვიცი მე, აფხაზური ენის შესწავლის სტანდარტების შემუშავებაში როგორ შეიძლება ჩვენ რუსული მხარე დაგვეხმაროს?
შემდეგ, იქ საუბარი მიდის რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებზე, რომლებიც მუდმივად ცხოვრობენ აფხაზეთში, ჩვენ კი გვყავს მოქალაქეები, რომლებიც სულაც არ არიან რუსეთის მოქალაქეები.
ჩვენი მხრიდან შევიშვნები ცოტა არ იქნება. ვეცდებით, ერთი ან ორი კვირის ვადაში ჩამოვაყალიბოთ ყველა მათგანი. მიმაჩნია, რომ ცვლილება შევა პრაქტიკულად ყველა პუნტქტში. მაგრამ ამ სახით ის მიუღებელია.
ჩვენ ყველას გვესმის, რომ რუსეთთან ინტეგრაცია აუცილებელია, ჩვენ გვესმის, რომ ეს ჩვენი სტრატეგიული მოკავშირეა, მაგრამ ამავე დროს ეს არ ნიშნავს, რომ ამისათ[ის ჩვენ ჩვენი სუვერენიტეტი უნდა დავკარგოთ',_ აცხადებს ვალერი ბგანბა.