დღეს, 15 ოქტომბერს, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განიხილავენ საქართველოს ორგანული კანონის პროექტს „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში" ცვლილების შეტანის შესახებ" და კანონის პროექტს „საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე"
წარმოდგენილი ცვლილებებით დაზუსტდა მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის ხარჯების ანაზღაურებისა და მივლინების ხარჯების წესი. კერძოდ: საკრებულოს წევრების სამსახურებრივი მივლინების ხარჯები ანაზღაურდება მოსამსახურეთათვის ხარჯების ანაზღაურების ზოგადი წესით.
ასევე განისაზღვრება და დაზუსტდება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს უფლებამოსილება გადაწყვიტოს „საქართველოს დედაქალქის - თბილისის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად თბილისის მთავრობის მიერ უკვე დაფუძნებული იურიდიული პირების საქმიანობის საკითხები.