დღეს, 15 ოქტომბერს, ბრიუსელში საპარლამენტო ასამბლეის სხდომა იწყება. საქართველოდან ასამბლეის სხდომაში მონაწილეობისთვის უკვე გაემგზავრა პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ვიქტორ დოლიძე.
„ბრიუსელში არაერთ თემას შევეხებით. მათ შორის, სამხედრო პოლიტიკურ საკითხებს, ეკონომიკურ თუ ადამიანის უფლებების თემას. ევროპარლამენტში რატიფიკაციის პროცესთან ერთად, მოსამზადებელია რეზოლუციაც. რეზოლუციის თავდაპირველი ტექსტი კარგი და სამართლიანია და ბუნებრივიცაა, რომ პოლიტიკურ პარტიებს თავიანთი დამატებებიც ექნებათ" - აღნიშნა დოლიძემ და იმ საკითხებზეც ისაუბრა, რომელიც საქართველოსთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და აუცილებელია.
„ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ტერიტორიული მთლიანობის საკითხი და ტექსტში დეოკუპაციის აუცილებლობის აღნიშვნა. ჩვენ ღია ვართ ყველანაირი კრიტიკისთვის და შენიშვნისთვის, ჩვენ დემოკრატიულ მთავრობას წარმოვადგენთ და მნიშვნელოვანია ის დემოკრატიული რეფორმები, რომელიც ქვეყანაში მიმდინარეობს. ვიღებთ შენიშვნას და კრიტიკას და ბოლო 23 წლის განმავლობაში ასეთი ღია ხელისუფლება საქართველოს არ ჰყოლია" - აღნიშნა ვიქტორ დოლიძემ.
მასალის გამოყენების პირობები