მომავალი წლის დასაწყისში საქართველოს გერმანიის ბუნდესტაგის თავმჯდომარე ეწვევა. ამის შესახებ, ჟურნალისტებთან პარალამნტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რომელიც შვეიცარიის კონფედერაციაში იმყოფება.
„მქონდა საინტერესო შეხვედრები აღმოსავლეთ ევროპისა და ბალტიისპირეთის ქვეყნების პარლამენტების წარმომადგენლებთან. გერმანიის ბუნდესტაგის თავმჯდომარის მიწვევით გამართულ შეხვედრაზე საქართველოსა და უკრაინაში შექმნილ ვითარებაზე ვისაუბრეთ. გერმანული მხარის დაინტერესება და სწორი ინფორმირება ამ თემებზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და გერმანიის ბუნდესტაგის თავმჯდომარემ დაადასტურა მისი მზადყოფნა, რომ მომავალი წლის დასაწყისში საქართველოს ეწვიოს. გერმანია სულ უფრო და უფრო მეტ როლს და პასუხისმგებლობას იღებს ამ პროცესებში და მისი ვიზიტი საქართველოში მნიშვნელოვანია", - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.