საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია, პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის ხელმძღვანელობით, საპარლამენტთაშორისო კავშირის 131-ე ასამბლეის გახსნას დაესწრო. ასამბლეის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით საპარლამენტთაშორისო კავშირის პრეზიდენტმა, აბდულვაჰად რადიმ და ჟენევაში გაეროს ოფისის გენერალურმა მდივანმა, მაიკლ მიოლერმა მიმართეს.
დამსწრეებმა გაეროს გენერალური მდივნის, ბან კი-მუნის ვიდეომიმართვაც მოისმინეს. გენერალური ასამბლეის მთავარი სადისკუსიო თემა ,,გენდერული თანასწორობის მიღწევა, ქალთა წინააღმდეგ ძალადობის შეწყვეტაა". ღონისძიებაში ასზე მეტი ქვეყნის დელეგაცია მონაწილეობს. საპარლამენტთაშორისო კავშირის 131-ე ასამბლეის მუშაობა 16 ოტომბერს საპარლამენტთაშორისო კავშირის ახალი პრეზიდენტისა და ვიცე-პრეზიდენტის არჩევით დასრულდება.