13 ოქტომბერს, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ, სსიპ „საქართველოს ეროვნული ბანკი"-ს კუთვნილი, დიდი ოდენობით თანხის სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით, მართლსაწინააღმდეგო დაუფლების ფაქტზე, ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემული იქნა შპს „პაულ შურელ უნდ ირაო გრუპი"-ს დირექტორი, გიორგი ქაიხოსროს ძე მარღაძე.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგენლია, რომ სსიპ ,,საქართველოს ეროვნულ ბანკ''-სა და შპს „პაულ შულერ უნდ ირაო გრუპ"-ს შორის, რომლის დამფუძნებლები არიან ზაზა თარგამაძე, გიორგი მაღრაძე და რუბენ მილარი, გაფორმებული იქნა ხელშეკრულება, სამშენებლო სამუშაოების შესახებ.
საწარმოს დირექტორმა, გიორგი მაღრაძემ დამკვეთს მიაწოდა შესრულებული სამუშაოს ყალბი აქტები, სადაც სამუშაოების მოცულობა და ღირებულება ხელოვნურად იყო გაზრდილი. აღმიშნულით იგი თაღლითურად დაეუფლა სსიპ „საქართველოს ეროვნული ბანკი"-ს კუთვნილ, 1 246 821 ლარს.
საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა" და „ბ" ქვეპუნქტებით.
მასალის გამოყენების პირობები