ზუგდიდის რაიონის სოფელ ორსანტიაში საჯაიების ოჯახი დააყაჩაღეს.
სამმა ნიღბიანმა ცოლ-ქმარს ჯერ სასტიკად სცემა, შემდეგ კი სახლიდან 2 ათასი ლარი წაიღო.
დაზარალებულებს სამედიცინო დახმარება ჩაუტარდათ და ექიმების განცხადებით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში სამართალდამცველები მუშაობდნენ.
მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.