2014 წლის 9 თვეში მესტიის თამარ მეფის აეროპორტით 902 მგზავრმა ისარგებლა, მაშინ როდესაც 2013 წლის 9 თვეში აეროპორტმა მხოლოდ 219 მგზავრის გადაადგილება უზრუნველყო. სტატისტიკური ინფორმაციის მიხედვით, მესტიის თამარ მეფის აეროპორტში 2014 წლის იანვარ-სექტემბერში 2013 წლის იანვარ-სექტემბერთან შედარებით მგზავრთნაკადი 311,87%-თაა გაზრდილი.
სტატისტიკური ინფორმაციითვე, მესტიის აეროპორტით მოსარგებლე მგზავრთა რაოდენობა 2014 წლის მაჩვენებლებით 2012 წლის 9 თვეში გადაყვანილ მგზავრთნაკადთან შედარებით, 65 %-ითაა შემცირებული.
შეგახსენებთ, რომ 2014 წლის 9 თვეში საქართველოს აეროპორტების მიერ გატარებულია 1 მლნ 579 ათას 360 მგზავრი, მაშინ როდესაც 2013 წლის ანალოგიურ პერიოდში აეროპორტებმა სულ 1 მლნ 403 ათას 200 მგზავრი გაატარეს, რაც იმას ნიშნავს, რომ ზრდა 12,55%-ია.