ერთ წელიწადში ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი 8 %-ითა გაზრდილი. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში განმარტავენ, რომ 2014 წლის იანვარ-სექტემბერში ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის მომსახურებით 183 ათას 572 მგზავრმა ისარგებლა. 2013 წლის იანვარ-სექტემბერში კი ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის საშუალებით 170 ათას 490 მგზავრი გადაადგილდა. შესაბამისად ზრდამ 7,67%-ი შეადგინა.
შეგახსენებთ, რომ 2014 წლის 9 თვეში საქართველოს აეროპორტების მიერ გატარებულია 1 მლნ 579 ათას 360 მგზავრი, მაშინ როდესაც 2013 წლის ანალოგიურ პერიოდში აეროპორტებმა სულ 1 მლნ 403 ათას 200 მგზავრი გაატარეს, რაც იმას ნიშნავს, რომ ზრდა 12,55%-ია.