წინა ხელისუფლების დროს ბევრ სხვა მტკივნეულ საკითხთან ერთად უმთავრეს პრობლემას ტოტალური მოსმენებისა და მიყურადების თემა წარმოადგენდა. სამწუხაროდ, ეს საკითხი ახალი ხელისუფლების პირობებშიც დაუძლეველ პრობლემად რჩება.
მთავრობის მიერ პარლამენტისთვის შეთავაზებული წინადადება სატელეფონო საუბრების მოსმენების რეგულირების საკითხში „ერთი გასაღების" პრინციპით იფარგლება. მათეული „ერთი გასაღების" პრინციპი გულისხმობს, რომ სატელეფონო საუბრების მიყურადებაზე წვდომა მხოლოდ შსს-ს უნდა ჰქონდეს, რაც უკანონო მოსმენებისა და მიყურადების საკითხს კვლავ დაუძლეველ საფრთხედ ტოვებს.
ამ კუთხით, ინიციატივა, რომელიც სამოქალაქო სექტორს ეკუთვნის აშკარად უფრო პროგრესული და ადექვატურია. ე.წ. „გასაღების" შსს-დან გამოტანა და მობილური ოპერატორებისთვის გადაცემა სამართლებრივი რეგულირების თვალსაზრისით აბსოლუტურად შეესაბამება დემოკრატიული ქვეყნის სტანდარტებს.
მიგვაჩნია, რომ პარლამენტმა კანონმდებლობის სწორედ ასეთ რეგულირებას უნდა დაუჭიროს მხარი, რათა საქართველოს მოქალაქეები დაცულნი იყვნენ ვინმეს მხრიდან უკანონო და თვითნებური კონტროლისგან და ჩვენს ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ უზრუნველყოფილი იყოს ადამიანის ფუნდამენტური უფლება პირად ცხოვრებაში ჩაურევლობაზე.