საქართველოს დროშის ქვეშ მცურავი გემებისთვის სერტიფიცირება სავალდებულო ხდება. აღნიშნული სერტიფიკატის ფლობა ასევე რეკომენდირებულია ევროკავშირის ნავსადგურებში გემის გადაადგილებისას, რაც გემის დაკავების რისკს საგრძნობლად ამცირებს.
იმავდროულად „გემების ბალასტური წყლის და დანალექების კონტროლისა და მართვის" საერთაშორისო კონვენციის საფუძველზე საქართველოს დროშის ქვეშ მცურავ გემებს ე.წ. ბალასტური წყლების მართვის ჩანაწერების აღრიცხვაც დაევალდებულებათ.
თავად კონვენცია საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციამ (IMO) მიიღო 2004 წლის 16 თებერვალს. იგი შეეხება ზღვისა და სანაპირო ეკოსისტემის დაცვასა და წყლის მავნე ნივთიერებებით მიყენებული ზიანის შემცირებასა და საერთოდ ზიანის აღმოფხრის საშუალებებს. იგი ავალდებულებს კონვენციასთან მიერთებულ სახელმწიფოების დროშის ქვეშ მცურავ გემებს ზიანი და ზარალი არ მიაყენონ საკუთარ და სხვა სახელმწიფოებს.
აღნიშნული საკითხები საქართველოში რეგულირდებოდა: საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება N 227 2001 წლის 9 ივნისს. „გემების ბალასტური წყლების მართვის კონტროლის შესახებ; საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრისა და საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრის ერთობლივი ბრძანება N83-N53 "საქართველოში ბალასტური წყლების მართვის პროცედურების შესახებ" დებულების დამტკიცების თაობაზე.
სიახლე, რომელიც კონვენციას შემოაქვს, საქართველოს დროშის ქვეშ მცურავი გემების სავალდებულო სერტიფიცირებას და ე.წ. ბალასტური წყლების მართვის ჩანაწერების აღრიცხვით დავალდებულება წარმოადგენს.
აღნიშნული სერტიფიკატის ფლობა ასევე რეკომენდირებულია ევროკავშირის ნავსადგურებში გემის გადაადგილებისას, რაც გემის დაკავების რისკს საგრძნობლად ამცირებს.