ადამიანმა დევალვაცია ასე განიცადოს, არ მინახავს. რას უშვრებიან ამ კაცს, რა სიგიჟეებს ალაპარაკებენ? ისიც არ იცის, რომ რამდენიმე წელია, „დინამო“ კერძო სუბიექტს აქვს გადაცემული. სხვათა შორის, „ნაცების“ დამსახურებით, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.
ზარქუას თქმით, პაატა ბურჭულაძის განცახდებაზე სერიოზული პასუხის გაცემა შეუძლებელია.
„პაატა ბურჭულაძე კალაძეს სთხოვს, ფიფიამ სტადიონი დამითმოსო. რატომო? იმიტომ, რომ შენ ჩამოგაგდოო. სიგიჟეებს აკეთებენ. როგორ გინდა, ამას სერიოზული პასუხი გასცე? ადამიანს ვერ გაუგია, ვის და რატომ მიმართოს. 29 ივნისისთვის ერთი კვირა ემზადებოდნენ და 1500-2000 კაცი გამოიყვანეს. ბელადი კი გამოიყვანეს, მაგრამ რაც უნდოდათ, ვერ თქვა. ხომ დაინახეს, რომ მხარდამჭერები აღარ შემორჩათ? ვინც გვერდით უდგათ ან ნათესავები არიან, ან ხელფასზე მყოფი პარტიის წევრები. უნდათ, მათი სიგიჟე ხალხმა მიიღოს. არ სჯობდა, ამ კაცს ისევ ემღერა? წარმატებული იყო და ვამაყობდით. მრჩეველი არ დარჩა? „ხაბესთან“ მაინც გაიაროს კონსულტაცია, ერთი პარტია არიან“, – განაცახდა ზარქუამ.
პაატა ბურჭულაძე თბილისის მერიას მიმართავს, 4 ოქტომბრის ყრილობისთვის „დინამოს“ სტადიონის დაქირავების თანხა გადაუხადოს. „სად გვაქვს ჩვენ იმის თანხა, რომ კიდევ სტადიონების ფულები ვიხადოთ,“ – განაცხადა ბურჭულაძემ.