,,თბილისობა 2014"-ის ბიუჯეტი 850 000 ლარით იქნება. როგორც ჟურნალისტებს თბილისის მერმა დავით ნარმანიამ განაცხადა თბილისობის დღესასწაულთან დაკავშირებით არსებული საკითხები მთავრობის სხდომაზე მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობამ უკვე დაამტკიცა.
,, მთავრობას მოვახსენე თბილისობის ორგანიზებულობასთან დაკავშირებული საკითხები და ეს საკითხი მთავრობის სხდომაზე დამტკიცდა, რომლის მიხედვით, დაახლოებით, 850 000 ლარია ,,თბილისობა 2014" ბიუჯეტი", _განაცხადა ნარმანიანმ.
შეგახსენებთ, რომ "თბილისობა" 25-26 ოქტომბერს გაიმართება. როგორც თბილისის მერმა დავით ნარმანიამ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე გუშინ განაცხადა თბილისობის დღესასწაულთან დაკავშირებით პროგრამა, უახლოეს პერიოდში გამოქვეყნდება.
ნარმანიას თქმით, წლევანდელი თბილისობა გამორჩეული იქნება და პირველად დაწესდება ნომინაცია "თბილისზე მზრუნველი". როგორც მერმა აღნიშნა ამ ნომინაციაში მხოლოდ ასაკოვანი და ღვაწლმოსილი ადამიანები არ დაჯილდოვდებიან, არამედ ისინიც, ვინც მიუხედავად ასაკისა, წვლილი შეიტანეს თბილისის განვითარებაში.
"წლევანდელი ღონისძიება გამორჩეული იქნება. ჩვენ პირველად შემოგვაქვს ნომინაცია "თბილისზე მზრუნველი" და ეს ნომინაცია წლების განმავლობაში გაგრძელდება. ეს იქნება ნომინაცია და ადამიანები დაჯილდოვდებიან სპეციალური ჯილდოებით, რომელთაც განსაკუთრებული წვლილი აქვთ შეტანილი დედაქალაქის განვითარებაში. პარალელურად, ტრადიციული საპატიო თბილისელის დასახელებაც იქნება, რომელზეც მუშაობს შესაბამისი კომისია და ადამიანები მიიღებენ საპატიო თბილისელის წოდებას", - განაცხადა დავით ნარმანიამ.