საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი და საპარლამენტო დელეგაცია 9-15 ოქტომბერს იტალიასა და შვეიცარიის კონფედერაციას ეწვევა.
საპარლამენტო დელეგაცია მონაწილეობას მიიღებს ვენეციის კომისიის მეასეპლენარულ სესიაში. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კომისიას საქართველოში საკონსტიტუციო რეფორმაზემუშაობისას მიღწეულ პროგრესს გააცნობს. დაგეგმილია შეხვედრები ვატიკანში, კარდინალ პიეტრო პაროლინთან დადიპლომატიური მისიების ხელმძღვანელებთან.
დავით უსუფაშვილი საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად შეხვედრებს გამართავს შვეიცარიის ეუთოს თავმჯდომარეობისსამხრეთ კავკასიის საკითხებში სპეციალურ წარმომადგენელთან, ელჩ ანჯელო გნედინგერთან და შვეიცარიის საგარეოსაქმეთა ფედერალური დეპარტამენტის პოლიტიკურ დირექტორ არტურ მათლისთან.
ვიზიტის ფარგლებში დავით უსუფაშვილი ადგილობრივი მედიის წარმომადგენლებს შეხვდება.
ბერნში შეხვედრებს დავით უსუფაშვილთან ერთად საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, თედო ჯაფარიძე,ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, ეკა ბესელია და საპარლამენტოუმცირესობის წევრი სერგო რატიანი დაესწრებიან.
საპარლამენტო დელეგაცია საქართველოში 16 ოქტომბერს დაბრუნდება