2014 წლის 1 იანვრიდან 1 ოქტომბრამდე აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის 4 პროგრამით სამედიცინო მომსახურება 3 365 მოქალაქეს გაეწია. გასული 9 თვის განმავლობაში აღნიშნული პროგრამების დაფინანსებამ სამინისტროს მხრიდან შეადგინა 2 596 465 ლარი.
სახსრების ენდოპროთეზირების პროგრამის ფარგლებში ქირურგიული ოპერაცია დაუფინანსდა 57 პაციენტს, დაფინანსებამ შეადგინა 172 323 ლარი. გულის ქირურგიის პროგრამის ფარგლებში მომსახურება გაეწია 307 პაციენტს, გამოიყო 896 880 ლარი. მაღალტექნოლოგიური დიაგნოსტიკური კველევბი დაუფინანსდა 1 578 მოქალაქეს, ჯამში 452 489 ლარით. ინდივიდუალური სამედიცინო დახმარების პროგრამით გაიცა 1 423 ვაუჩარი, გახარჯულმა თანხამ შეადგინა 1 074 773 ლარი.