კომპანია «სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი» ეხმაურება რა ტელეკომპანია «რუსთავი 2»-ის მიმდინარე წლის 4 ოქტომბრის გადაცემა «ბიზნეს კურიერში» გაშვებულ სიუჟეტს ბუნებრივი გაზით გასამართ სადგურებზე ავტომობილების გაზით გამართვისას თითქოსდა დაშვებული უზუსტობის შესახებ, წინადადებით მიმართავს ტელეკომპანია «რუსთავი 2»-ის ჵბიზნეს კურიერიჵ-ს რედაქციას - მოიწვიოს ოფიციალური ექსპერტიზა, რომელიც «სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი»-ს ნებისმიერ გაზგასამართ სადგურზე ჩაატარებს შესაბამის შემოწმებას ბუნებრივი აირის ჩაჭირხვნის სიზუსტის დასადგენად. მხოლოდ ასეთი სახის ქმედებით არის შესაძლებელი სამართლიანად განისაზღვროს რეალური ვითარება, კომპანიის მხრიდან ბუნებრივი აირის ჩაჭირხვნის რაოდენობრივ სიზუსტესთან მიმართებაში და არა ცალკეული მომხმარებლების ეჭვებზე დაყრდნობით.
«სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი»-ს გაზით გასამართ სადგურებზე ფუნქციონირებს არგენტინული კომპანია «გალილეო»-ს მარკის საკომპრესორო დანადგარები. კომპანია «გალილეო» წარმოადგენს მსოფლიოში ერთერთ წამყვან კომპანიას კომპრესორების წარმოების მხრივ, იგი წარმოდგენილია მსოფლიოს 70 ქვეყანაში და ითვლება როგორც ყველაზე სწრაფი გაზგასამართი სისტემა და სწორედ აქედან გამომდინარე, გალილეოს ოფიციალური წარმომადგენლის განმარტებით ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება მოხდეს გასამართი სვეტის ტაბლოზე ციფრის კორექტირება გამომდინარე გაზის ავტომობილში ჩატვირთვის სისწრაფის გამო, დროის ეკონომიის, მაქსიმალური სიზუსტითY და ცდომილების გარეშე. მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ კომპანია «სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი»-ს გასამართ სადგურებზე გამორიცხულია ავტომობილების გაზით გამართვის დროს დაკლება ან მომხმარებლის რაიმე ფორმით მოტყუება. მომხმარებელი ღებულობს ზუსტად იმდენ გაზს, რამდენსაც ყიდულობს გარანტირებული წნევისა და გაზის ხარისხის გათვალისწინებით.