უფლებადამცველი, შეწყალების კომისიის წევრი ლია მუხაშავრია ,,ჯი-ეი-ენთან" საუბარში პრეზიდენტის მიერ განზრახ მკვლელობისთვის მსჯავრდებული ორი პირს შეწყალების ფაქტის კომენტირებისას აცხადებს, რომ შეწყალება პრეზიდენტის ექსკლუზიური უფლებამოსილება და სამართლებრივად მისი გადასინჯვის, ან გაუქმების უფლება შესაძლებელი არ არის.
,,პატიმრების შეწყალება არის პრეზიდენტის ექსკლუზიური უფლებამოსილება, რომელსაც სრულად ახორციელებს მისი შეხედულების მიხედვით. შესაბამისად არანაირ კონტროლს, არანაირ გადასინჯვას არ ექვემდებარება პრეზიდენტის გადაწყვეტილება ვინმე შეიწყალოს, თუ არა. შეწყალების კომისია, რომელიც არსებობს არის პრეზიდენტის სათათბირო ორგანო და კომისიის დასკვნა სავალდებულო არ არის პრეზიდენტისთვის", _განაცხადა ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში მუხაშავრიამ.
კითხვაზე რამდენად სწორად იყენებს პრეზიდენტი ექსკლუზიურ უფლებას პატიმრების შეწყალების თაობაზე მუხაშავრაი პასუხობს:
,,როცა ვსაუბრობთ ექსკლუზიურ უფლებაზე, ეს არის მხოლოდ და მხოლო პრეზიდენტის გადასაწყვეტი და სამართლებრივად არ გვაქვს უფლება მისი გადასინჯვა, ან გაუქმება მოვითხოვოთ", -განაცხადა მუხაშავრიამ.
შგახსენებთ, რომ პრეზიდენტის მიერ შეწყალებული 115 მსჯავრდებულთაგან სასჯელი გიორგი მარგველაშვილმა განზრახ მკვლელობისთვის მსჯავრდებულ 2 პირს შეუმცირა.
,,ეს ძალიან მძიმე გადაწყვეტილება იყო პრეზიდენტისთვის და ორ მსჯავრდებულს, რომლებიც განზრახ მკვლელობისთვის იყვნენ გასამართლებული, სასჯელი შეუმსუბუქდათ", _განაცხადა შეწყალების კომისიის თავმჯდომარემ ზვიად ქორიძემ.
115 შეწყალებულ პატიმართა შორის 7 არასრულწლოვანია, 4 მათგანი სრულად გათავისუფლდა სასჯელისგან, სამს კი შეუმცირდა. გათავისუფლებულ პატიმართა შორისაა არის ერთი ქალიც.