“დღეს სახელმწიფოს მართავს ე.წ ხელისუფლება, რომლებიც არიან არა დასავლური სამყაროს პარტნიორები, არამედ ავტოკრატიული, საქართველოსადმი მტრულად განწყობილი ქვეყნების პარტნიორები, რაც არის ძალიან სახიფათო ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის და ინტერესებისთვის,” - განაცხადა “ნაციონალური მოძრაობის” გენერალურის მდივნის მოადგილემ, ირაკლი ფავლენიშვილმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ვიზიტზე ირანის საელჩოში
“საქართველოს ე.წ ხელისუფლება ძალიან მკაფიოდ პოზიციონირებს, ის დგას არა თავისუფალი სამყაროს გვერდით, არამედ დგას ავტოკრატიული ქვეყნების ბანაკის გვერდით, რუსეთის და მისი მოკავშირეების გვერდით, ეს არაერთ დიპლომატიურ ნაბიჯში და საგარეო პოლიტიკურ ქმედებაში თუ განცხადებაში იქნა გამოხატული. სამწუხაროდ, დღეს სახელმწიფოს მართავს ე.წ ხელისუფლება, რომლებიც არიან არა დასავლური სამყაროს პარტნიორები, არამედ ავტოკრატიული, საქართველოსადმი მტრულად განწყობილი ქვეყნების პარტნიორები, რაც არის ძალიან სახიფათო ჩვენი ქვეყნის ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის და ინტერესებისთვის.” - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.
შეგახსენებთ, ირანის საელჩომ დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმად, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილმა, საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა, ისრაელის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა მიმართ სამძიმარი გამოთქვა და ირანის მიმართ კი სოლიდარობა გამოხატა.