რამდენი ლარით გაიზრდება 2015 წელს პენსია ორ თვეში გაირკვევა. როგორც ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა საკანონმდებლო ორგანოში განაცხადა, პენსიის მატება ყველა კატეგორიის პენსიონერს შეეხება.
,,2015 წელს მოხდება პენსიების ზრდა, მაგრამ რა მოცულობით ეს ცნობილი გახდება უახლოესი ორი თვის განმავლობაში. 2015-2016 წლებში პენსიები აუცილებლად გაიზრდება და გაეზრდება ყველას", -განაცხადა ხადურმა.
შეგახსენებთ, რომ ნოდარ ხადური 2015 წლის ბიუჯეტის პროექტის შესახებ საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის წარმომადგენლებს შეხვდა.