„თიბისი ბანკმა", რისკების მართვის მენეჯერად გიორგი თხელიძის დანიშვნის შესახებ განაცხადა. ბანკის მიერ გავრცელებული პრესრელიზით, ახალი მენეჯერი ფუნქციების შესრულებას დეკემბრიდან შეუდგება.
თხელიძემ შეცვალა არჩილ მამათელაშვილი, რომელიც ამიერიდან თიბისის მენეჯმენტს მაკრო ეკონომიკის და საფინანსო სექტორის საკითხებში მისცემს რჩევებს.
გიორგი თხელიძე თიბისიში Barclays Investment Bank-დან გადმოდის, სადაც 2011 წლიდან მუშაობს. უფრო ადრე, თხელიძე „ალდაგშიც" მუშაობდა.
მასალის გამოყენების პირობები