ბულგარეთში, დასახლებაში გორნი ლი ასაფეთქებელი მოწყობილობების მწარმოებელ ქარხანაში აფეთქება მოხდა. ტრაგედიის დროს ქახანაში ბერძნული ნაღმების განღმვითი სამუშაოები მიმდინარეობდა. ბულგარეთის ხელისუფლება 15 დაღუპულის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას.
„ქარხანა სრულად არის დამწვარი. არ დარჩა არც ერთი შენობა. პოლიციას გადაკეტილი აქვს ტრაგედიის ადგილი. ჩვენ ვიყენებთ თბოკამერებს და სხვა მოწყობილობებს გადარჩენლების საპოვნელად. თუმცა სიცოცხლის არანაირი ნიშანი არ ჩანს, არ გადარჩა არც ერთი ადამიანი", - აცხადებს ბულგარეთის შსს-ს წარმომადგენელი სვეტლოზარ ლაზაროვი.
ქარხნის სამი თანამშრომელი, რომელებიც აფეთქების დროს ქარხნის შესასვლეთან იმყოფებოდნენ სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღეს და ამჟამად ისინი საავადმყოფოში იმყოფებიან.
„ჩვენ სამუშაოს დასრულების შემდეგ სახლში ვბრუნდებოდით. ქარხნის გასასვლელში, როდესაც გავდიდოდით შემოწმებას, ეს ადგილი ქარხნის ფარგლებს გარეთ არის, გაისმა აფეთქების ხმა. ვიგრძენი, დარტყმა, მერე არაფერი მახსოვს", - აცხადებს გადარჩენილებიდან ერთ ერთი თანამშრომელი.
ამავე ქარხანაში 2010 წელს აფეთქების შედეგად 6 ადამიანია დაღუპული.