ბელორუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო მზად არის უკრაინის აღმოსავლეთში სამშვიდობო ძალები გააგზავნოს და მოახდინოს დაპირისპირებული მხარეების დაშორიშორება. ამის შესახებ ლუკაშენკომ ევრონიუსს განუცხადა.
„თუ საჭიროა , რადგან არის რუსეთის უნდობლობა დასავლეთის მიმართ და დასავლეთის რუსეთის მიმართ... ასევე არის უნდობლობა დაპირისპირებულ მხარეებს შორის, მე მზად გამოვიყენო ჩემი შეიარაღებული ძალები იმისათვის, რომ დავაშორიშორო კონფლიქტში ჩართული მხარეები", - განაცხადა ლუკაშენკომ.
მან ასევე აღნიშნა, რომ აქვს უკრაინის კრიზისის გადაწყვეტის საკუტარი გეგმა ბელორუსის შეიარაღებული ძალების სამშვიდობო სტატუსის გამოყენებით, თუმცა ეს გეგმა ყველა მხარის მიერ უარყოფილია.