საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის ხელფასი - 7000, მოადგილის, მდივნისა და სასამართლოს წევრის კი 6000 ლარით განისაზღვრა. აღნიშნულის შესახებ დღეს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე იმსჯელეს.
საკონსტიტუციო სასამართლოს წევრთა, როგორც სასამართლო ხელისუფლების შემადგენელი შტოს მოსამართლეთა და საერთო სასამართლოების (უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა თანამდებობრივი სარგოების გათანაბრება ხდება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრთა შრომის ანაზღაურების შესახებ" კანონპროექტით, რომელიც კომიტეტის წევრებს ვახტანგ ხმალაძემ წარუდგინა.
მისი თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობრივი სარგო 7000 ლარით, მოადგილის, მდივნის და სასამართლოს წევრის კი 6000 ლარით განისაზღვრა. კანონპროექტი კი ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე.