,,თავისუფალი თაობის" ოფისთან, , მაჩაბლის ქუჩაზე სამართალდამცავები არიან მობილიზებული. როგორც ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ,,თავისუფალი თაობის" წარმომადგენელმა, ანა დარსალიამ განაცხადა, აღნიშნულის მიზეზი ,,თავისუფალი ზონისგან" მოსალოდნელი პროვოკაციაა.
,,თავისუფალი ზონისგან" არანაირ პროვოკაციას არ გამოვრიცხავთ, რადგან ისინი მთავარი პროვოკატორები არიან და გუშინაც ჩვენი ახალგაზრდები პროვოცირება მოხდინეს და რამდენიმე აქტივისტი სასტიკად ნაცემი იყო. აქედან გამომდინარე ჩვენ ვიცავთ ყველანაირ სამართლებრივ ჩარჩოებს და სამართალდამცავები საქმის კურსში ჩავაყენეთ, რომ მათგან მოსალოდნელია დიდი საფრთხე და ვთხოვეთ პოლიციელებს მობრძანდნენ და დაგვიცვან", _ განაცხადა ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ,,თავისუფალი თაობის" წარმომადგენელმა ანა დარსალიამ.