2015 წლისთვის ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებელი მშპ-ს-თან მიმართებაში 27.4%-ს მიაღწევს, ხოლო გადასახადების წილი მთლიანი შიდა პროდუქტის მიმართ 25.0%-ს გაუტოლდება. როგორც დოკუმენტში - „ქვეყნის ძირითადი მონაცემები და მიმართულებები 2015-2018 წლებისათვის" (BDD) აღნიშნულია, 2015 წელს ნაერთი ბიუჯეტის სხვა შემოსავლების წილი მთლიანი შიდა პროდუქტის მიმართ სავარაუდოდ 1.6%-ს გაუტოლდება. ხოლო არაფინანსური და ფინანსური აქტივების რეალიზაციიდან მისაღები თანხების მოცულობა მშპ-თან მიმართებაში შესაბამისად 0.2 და 0.2 პროცენტამდეა ნავარაუდევი.
აღშანიშნავია, რომ საშუალოვადიან პერიოდში საბიუჯეტო შემოსულობების პროგნოზული გათვლების გაკეთებისას გათვალისწინებულ იქნა ფისკალურ სფეროში მომხდარი ცვლილებები და მის მიერ გამოწვეული შესაძლო შედეგები. პროგნოზული გათვლებით, 2015-2018 წლებში, ზრდის ტენდენცია ექნება ბიუჯეტში მობილიზებული თანხების მოცულობას.