ფინანსთა სამინისტროს პროგნოზით, 2015 წლისთვის მშპ-ს რეალური ზრდის პროგნოზი 5.0%-ი, ხოლო 2016-2017-2018 წლებში კი ზრდა - 5,5 %-ის დონეზე იქნება. როგორც დოკუმენტში - „ქვეყნის ძირითადი მონაცემები და მიმართულებები 2015-2018 წლებისათვის" (BDD) აღნიშნულია, მაკროეკონომიკური მაჩვენებლებიდან გამომდინარე 2015 წლის ნომინალური მშპ-ს მოცულობა 32,140.1 მლრდ ლარს შეადგენს, 2016 წლისთვის - 35,264.1 მლნ ლარს, 2017 წლისთვის - 38,505.7 მლნ ლარს, ხოლო 2018 წლისათვის კი 42,045.4 მლნ ლარს მიაღწევს.
როგორც ცნობილია, 2014 წელს ნავარაუდევია რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის 5,0%-იანი ზრდა, რომელიც ნომინალურ გამოხატულებაში 29.1 მლრდ ლარს გადააჭარბებს. ხოლო საშუალოვადიან პერიოდში, პროგნოზული გათვლებით, მშპ-ის ზრდის საშუალო წლიური მაჩვენებელი 5.5%-ის ფარგლებში იქნება.