დღევანდელ ავტომობილებს ესაჭიროებათ ძრავის ისეთი ზეთი, რომელიც ფეხს აუწყობს მათ ცვალებად მოთხოვნებს, გააუმჯობესებს ავტომობილების მომსახურებას და გაზრდის ძრავის მუშაობის პერიოდს. სწორეს ამიტომ, Shell-მა შეიმუშავა წარმოების სრულიად ახალი ტექნოლოგია, რომელიც გულისხმობს საბაზისო ზეთის შექმნას ბუნებრივი აირისგან, Shell-ის მიერ დაპატენტებული Shell Pureplus უახლესი ტექნოლოგიის გამოყენებით.
ახალი Shell Helix Ultra გვთავაზობს ძრავის საუკეთესო დაცვას ნადებისგან, ზრდის სიმძლავრეს, ეკონომიურობას და აუმჯობესებს ძრავის სისტემების გამართულ ფუნქციონირებას. აღსანიშნავია, რომ თანამედროვე, მაღალტექნოლოგიურ ძრავებშიც კი წარმოიქმნება ნალექი, რაც ამცირებს მის წარმადობას და ეფექტურობას.
ახალი Shell Helix Ultra წარმოადგენს ყველა დროის საუკეთესო ზეთს, რომელიც უნარჩუნებს ძრავს სისუფთავეს და გამოდევნის დაბალი ხარისხის ზეთისგან წარმოქმნილ ნადებს. არცერთ სხვა ზეთს არ შეუძლია ავტომობილის ძრავის მიახლოება ქარხნულ სისუფთავესთან.
ახალ კამპანიასთან დაკავშირებით, თეგეტა მოტორსი მომხმარებელს სპეციალურ აქციას სთავაზობს. ყველა მომხმარებელი ვინც „თეგეტა მოტორსის" ფილიალებში შეიძენს 4ლ. შელ ჰელიქს ულტრას, საჩუქრად მიიღებს სპეციალურ ბოთლს, რომელიც ახდენს წყლის მინერალიზაციას (გაწმენდას). აღნიშნული ბოთლი ფილტრავს და ასუფთავებს ონკანის წყალს ჯანმრთელობისთვის მავნე ნივთიერებისგან.
მოგეხსენებათ, თეგეტა მოტორსი წარმოადგენს შელის საცხებ-საპოხი მასალების ექსკლუზიურ დისტრიბუტორს საქართველოში. აღსანიშნავია, რომ პროდუქცია შემოდის გერმანიიდან და შეესაბამება უმაღლეს სტანდარტებს.