2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის თანახმად, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის გადასაცემი ტრანსფერის მოცულობა გაზრდილია 54,1 მლნ ლარით და შეადგენს 850,0 მლნ ლარს. აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპზე კიდევ მიმდინარეობს ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის შესაბამისად შექმნილი ახალი მუნიციპალიტეტების სტატისტიკური მონაცემების დაზუსტება, რის შემდგომაც, გათანაბრებითი ტრანსფერების მოცულობები, შესაძლებელია, დაკორექტირდეს.