ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მიზანშეწონილად მიიჩნევს აჟიოტაჟს იმასთან დაკავშირებით თუ ვინ უნდა გაემგზავროს დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე, პრემიერი, თუ პრეზიდენტი.
,,დღეს, მიზანშეწონილად არ მიმაჩნია ამ აჟიოტაჟის ატეხვა თუ ვინ უნდა გაემგზავროს დავოსის ეკონომიურ ფორუმზე. Eეს არის ჩემი პასუხი", _განაცხადა მთავრობის სხდომის შემდეგ კვირიკაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე მიწვევა, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის თავმჯდომარის, პროფესორ კლაუს შვაბისგან მიიღო.თუმცა საგარეო საქმეთა მინისტრის მაია ფანჯიკიძის განცხადებით, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე მიწვევა 14 მაისს მიიღო და მისი მონაწილეობა უკვე დადასტურებულია.