კუნძულოვანი სახელმწიფო ნაურუ, რომელმაც რამდენიმე წლის წინ საქართველოს ორი რეგიონის აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. დამოუკიდებლობა აღიარა მალე გაკოტრდება. განცხადება ამის შესახებ ნაურუს ფინანსთა მინისტრმა გააკეთა.
მინისტრი დევიდ ადეანგი აცხადებს, რომ მთავრობას ფული უთავდება და შესაძლოა უკვე მიმდინარე კვირას სახელმწიფო გაკოტრებულად გამოცხადდეს.
გავრცელებული ინფორმაციით, გაკოტრების მიზეზი შეიძლება გახდეს, ის, რომ ორი წლის წინ ნაურუს მთავრობას სასამართლომ ამერიკულ ფონდ „Firebird"-სათვის 16 მილიონი აშშ დოლარის გადახდა დააკისრა.
ნაურუს ხელისუფლებამ უარი განაცხადა ამ ტანხის გადახდაზე და ახლა უკვე ვალის ოდენობა 30 მილიონ აშშ დოლარს გაუტოლდა.
ადეანგმა განაცხადა, რომ გასულ კვირას სასამართლომ ავსტრალიურ ბანკ „Westpac"-ში არსებული ნაურუს სახელმწიფო ანგარიშები გაყინა და ამჟამად კუნძულის მთავრობას ნაღდი ფულის მცირე რაონობა დარჩა. ნაურუს ხელისუფლება სასამართლოს ამ გადაწყვეტილების გასაჩივრებასაც აპირებს.