თბილისის და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორი კომპანია - „ტავ ჯორჯია" მოლაპარაკებებს რუსულ ავიაკომპანია „გლობუსთან" აწარმოებს.
რუსული ავიაკომპანია „გლობუსი", მოსკოვი-თბილისი-მოსკოვის მიმართულებით ფრენების დაწყებას 2 ნოემბრიდან კვირაში სამჯერ, ორშაბათს, პარასკევს და კვირას გეგმავს. რეისები ბოინგ 737 ტიპის ხომალდით შესრულდება.
ავიაკომპანია „გლობუსი" რუსული „S 7" - ის შვილობილი კომპანიაა, რომელიც 2008 წლიდან ფუნქციონირებს. ავიაკომპანია ფრენებს რუსეთის, ყოფილი დსთ-ს და ევროპის ქვეყნების მიმართულებით ასრულებს. ამჟამად, „გლობუსის" ავია პარკი 13 სხვადასხვა მოდიფიაკციის ბოინგ 737 - ის ბორტისგან შედგება.
მასალის გამოყენების პირობები