დღეს, 26 სექტემბერს, 18:30 საათზე, სასტუმრო ტიფლის პალასში ტურიზმის სემინარი "Incredible India" გაიმართება. ღონისძიება ორგანიზებულია: საქართველოში ინდოეთის საელჩოს, ფრანკფურტში ინდოეთის ტურიზმის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი ტურიზმის რეგიონული ოფისის და ინდოეთის მთავრობის მიერ, საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციისათან თანამშრომლობით.
ინდოეთის მხრიდან ეს ტურიზმთან დაკავშირებული პირველი ღონისძიებაა თბილისში. სემინარს სხვადასხვა თანამდებობის პირები დაესწრებიან.
ღონისძიების მთავარი მიზანია ორ ქვეყანას შორის ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების ხელშეწყობა, ინდოეთისა და საქართველოს ტურიზმის პოტენციალის პოპულარიზაცია, ასევე საქართველოსა და ინდოეთის ტურ-ოპერატორებისა და სააგენტოების საქმიანობის წახალისება.