საქართველოში მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის კრახის შემდეგ ქართველი ჩინოვნიკებმა და პოლიტიკურმა ფუნქციონერებმა ქვეყნის დატოვება დაიწყეს: ზოგს კორუფციაში ბრალდებისა შეეშინდა, ზოგმა კი საზღვარგარეთ უკეთესი ცხოვრება მოიწყო. სამშობლო დატოვა თვითონ მიხეილ სააკაშვილმა, თვადაცვის ექს-მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა, ეკონომიკის ექს-მინისტრმა ვერა ქობალიამ და სხვებმა, მაგრამ ვანო მერაბიშვილმა გაქცევა ვერ მოასწრო, იგი დღეს პატიმრობაში იმყოფება კორუფციაში ბრალდებით. ვერ ვიტყვით, რომ ემიგრაცია მოულოდნელი იყო, პირიქით, ეს სავსებით ლოგიკური მოქმედებაა, როცა ადამიანს ცუდი საქმეები აქვს ჩადენილი. მაგრამ ფენომენი იმაშია, რომ საქართველოდან წასულთა უმრავლესობა უკრაინაში მოკალათდა", - ნათქვამია „ოდნა როდინაში" გამოქვეყნებულ სტატიაში (ავტორი - ოქსანა ბელოვა).
რატომ მაინც და მაინც უკრაინაში?
„ქართველები უკრაინაში ადრეც ემიგრირებდნენ. 1990-ანი წლებიდან მოყოლებული, უკრაინაში ბინა დაიდო ბევრმა ქართველმა, მათ შორის კრიმინა-ლებმაც. იყვნენ და არიან ბიზნეს-მენებიც. ქართული პოლიტიკური ემიგრაციის შესწავლისას კი გაირ-კვა, რომ ნაკადის გააქტიურება განსაკუთრებით 2014 წლის დასა-წყისიდან ხდება, „ევრომაიდანის" შემდეგ. დაფიქსირდა საქართვე-ლოდან უკრაინაში იმ ექსტრემის-ტული ორგანიზაციების წევრთა ჩამოსვლა, რომლებიც ქართული სპეცსამსახურების მიერაა შექმნილი. აგენტურასთან ერთად უკრაინაში ცხოვრება დაიწყეს ქართული სახ-ლმწიფო სტრუქტურების ყოფილმა კადრის მოსამსახურეებმა, ძალოვანი უწყებების წარმომადგენლებმა", - აღნიშნულია პუბლიკაციაში.
რაც შეეხება ძალოვანი უწყებების „ემიგრანტებს":
სტატიაში ნათქვამია, რომ უკრაინაში იმყოფება საქართველოს შს სამინიტროს ყოფილი მაღალჩინოსანი ირაკლი ქურსაბედიანი, რომელიც სადამსჯელო ბატალიონის „დონბასის" ინსტრუქტორად მუშაობს. იქვეა საქართველოს ეროვნული გვარდიის ექს-პოლკოვნიკი დავით მარტიაშვილი, ყოფილი პოლიციელი სერგო ზუმბულიძე („დობერმანი"), დავით გოგოხია, მამუკა მამულაშვილი და ყოფილი „მხედრიონელი" დოდო გუგეშაშვილი.
ქართული ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენელების კვლდაკვალ უკრაინაში ჩავიდნენ აგრეთვე მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქტივისტებიც, მაგალითად, გელა ვასაძე, რომელიც ორგანიზაცია „თავისუფალ ზონას" ხელმძღვანელობს. უკრაინაში მიხეილ სააკაშვილმა „საქართველოს გათავისუფლების შტაბი" შექმნა., რომელშიც შევიდნენ „ნაცმოძრაობის" წევრები გიორგი ვაშაძე, გიორგი ბარამიძე, დავით საყვარელიძე, გიგა ბოკერია და გიორგი თარგამაძე. ეს პირები კიევში რეგულარულად უწევენ ინსტრუქტაჟს საქართველოს ძალოვანი უწყებებიდან გატავისუფლებულ პირებს და „ზონდერჯგუფების" წევრებს.
უკრაინაში დაიდეს ბინა აგრეთვე ექსპერტებმა და მრჩევლებმა კახა ბენდუქიძემ (მიხეილ სააკაშვილის ეკონომიკური პოლიტიკის იდეოლოგმა), უკვე ზემოთ ხსენებულმა გიორგი ვაშაძემ, რომელიც კიევის ხელისუფლებას „იუსტიციის სახლების" იდეას სთავაზობს. ამავე პროექტითაა დაკავებული ყოფილი სასამართლო აღმასრულებელი ჯაბა ებანოიძე და აჭარის ავტონომიის ყოფილი ხელმძღვანელი ლევან ვარშალომიძე. მათგან ზოგიერთი სახელმწიფო სამსახურშიც შევიდა (მაგალითად, ვარშალომიძე ლვოვის ოლქის გუბერნატორის მრჩეველი გახდა).
რასაკვირველია, საქართველოდან ემიგრირებულებიდან ყველა ვერ მოეწყობოდა სახეელმწიფო სამსახურში, ამიტომ ბევრმა მასმედიას მიაშურა. ასე, მაგალითად, ჟურნალისტი ოლეგ პანფილოვი [რომელიც ადრე ილიას უნივერსიტეტში ლექციებს კითხულობდა], რადიო „თავისუფლების" უკრანული სამსახურის ყირიმის სექციაში მუშაობს და უკრაინის ამბებს ანტირუსული ფონით აშუქებს, ყირიმის მოვლენებზე კი საერთოდ არაფერს ამბობს. ჟურნალისტობას იწყებს აგრეთვე ეკონომიკის ექს-მინისტრი ვერა ქობალია, რომელიც სტატიების გამოქვეყნებას შეუდგა.
სტატიის დასარულს დასკვნებია გაკეთებული:
„პოსტრევოლუციური უკრაინა" სხვადასხვა პოლიტიკური იდეების სარეალიზაციო მოედანი გახდა. აშკარაა, რომ ქართველი „ნაციონალებისათვის" უკრაინის არასტაბილურობა კარგი ნიადაგია, რათა მან რევანში განახორციელონ სამშობლოში დამარცხების გამო და უკრაინაში იგივე სოციალური ექსპერიმენტი გაიმეორონ, რომელიც ქართულმა საზოგადოებამ უარყო. გარდა ამისა, ისინი აშკარად იმედოვნებენ, რომ უკრაინას თავიანთი გეოპოლიტიკური ანგარიშსწორებისათვის გამოიყენებენ. ამაში ირეკლება საქართველოს ანტირუსული პარტიების იდეოლოგიურ კლიშე, რომელიც გამოიხატება ტერიტორიების დაკარგვის ბრალდებაში და საერთოდ, რუსეთის ჩარევაში საქართველოს საქმეებში. აშკარაა ისიც, რომ უკრაინის ახალი ხელისუფლებას ანტირუსული პოზიცია უკავია და შესაბამისად, იგი ქართველებს რუსეთის წინაარმდეგ მიმართულ დესტრუქციული საქმიანობაში იყენებს.
რასაკვირველია, „ქართული ლობის" ამბიციები შეიძლება არ დაემთხვეს უკრაინის მოსახლეობის დიდი ნაწილის ობიექტურ ინტერესებს, მაგრამ ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური არასტაბილურობა ძალიან კარგი ფონია იმისათვის, რომ უკრაინულ საზოგადოებას თავს მოახვიო უცხო ინტერესები და პოლიტიკური მოდელები", - ნათქვამია პუბლიკაციაში.
მასალის გამოყენების პირობები