დიდ ბრიტანეთში ვიზიტის ფარგლებში, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დელეგაციის წევრები: თინა ბოკუჩავა, პეტრე ცისკარიშვილი და ლევან სანიკიძე თემთა პალატის წევრ, მმართველი ლეიბორისტული პარტიის წარმომადგენელ ლერ მაკდუგალს შეხვდნენ, - ამის შესახებ ინფორმაციას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.
პარტიის ცნობით, შეხვედრაზე განიხილეს „საქართველოში ბოლო პერიოდში მიღებული რეპრესიული კანონმდებლობა, პოლიტიკური ლიდერების დევნა, სამოქალაქო საზოგადოების და თავისუფალი მედიის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებები, ასევე პოლიტპატიმრების რაოდენობის მზარდი სტატისტიკა“.
„ხაზი გაესვა ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ დამატებითი საერთაშორისო სანქციების დაწესების აუცილებლობას.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სირიის ახალი ხელისუფლების მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობის აღიარების უკან წაღების პროცესს – მიმართულებას, სადაც დიდ ბრიტანეთს შეუძლია მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.