"საქართველოს ეკონომიკის მომავლის იდეა არის ეკონომიკური ჰაბის ფუნქცია", - აღნიშნულის შესახებ განცხადება საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ტელეკომპანია Bloomberg -თან საუბრისას გააკეთა. გიორგი ქადაგიძემ Bloomberg -თან საუბრისას საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობა მიმოიხილა და განმარტა, რომ ქვეყანამ თავისუფალ ბაზარზე დამყარებული ეკონომიკა ააშენა და რეფორმის მთავარი იდეა და საქართველოს ეკონომიკის ჰაბ ეკონომიკად გადაქცევა იყო.
"საქართველოს ეკონომიკის მომავლის იდეა არის ეკონომიკური ჰაბის ფუნქცია. ბოლო 10 წლის განმავლობაში გატარებულ რეფორმებს დიდი გავლენა ჰქონდა საქართველოს ეკონომიკაზე, ჩვენ ავაშენეთ ქვეყანა ძალიან დაბალი გადასახადებით, ლიბერალური გარემოთი და კაპიტალის კონტროლის გარეშე. თავისუფალ ბაზარზე დამყარებული ეკონომიკა ავაშენეთ, ამ ყველა რეფორმის მთავარი იდეა და მიზანი იყო საქართველოს ეკონომიკის ჰაბ ეკონომიკად გადაქცევა. რომ საქართველო გამხდარიყო ლოჯისტიკის, ტურიზმის და კულტურული ჰაბი რეგიონში", - აღნიშნა გიორგი ქადაგიძემ.