საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი აცხადებს, რომ რუსეთისთვის SWIFT-ის მოსალოდნელი გათიშვა, რუსეთიდან საქართველოში განსახორციელებელ გზავნილებზე გავლენას არ მოახდენს. როგორც ტელეკომპანია Bloomberg-თან საუბრისას გიორგი ქადაგიძემ განაცხადა, მიუხედავად ყველაფრისა სებ-ი სხვადასხვა მოსალოდნელ შედეგებს განიხილავს და მზად არის ვითარების სხვადასხვა სცენარებით განვითარებისთვის.
„რუსეთიდან განხორციელებული გზავნილების წილი დიდია, თუმცა ეს ხორციელდება არა პირდაპირ ბანკებიდან, არამედ სხვა სისტემების გამოყენებით, როგორიცაა "ვესტერნ იუნიონი" და სხვა. ამდენად პირდაპირ გზავნილებზე ეს გავლენას არ მოახდენს. მიუხედავად ამისა, ჩვენ განვიხილათ სხვადასხვა მოსალოდნელობებს და მზად ვართ ვითარების სხვადასხვა სცენარებით განვითარებისთვის", - აღნიშნა Bloomberg-თან საუბრისას გიორგი ქადაგიძემ.