კიევში ბაზირებული საინვესტიციო ბანკი, SP Advisors-ი, „თიბისი ბანკის" საინვესტიციო მრჩეველი გახდა.
SP Advisors-ის მიერ გავრცელებული პრესრელიზის მიხედვით, საინვესტიციო ბანკი, მხარს დაუჭერს „თიბისი ბანკის" ურთიერთობას ინვესტორებთან, ბანკის წარმატებული IPO-ს შემდეგ ამ წლის ივნისში ლონდონში. გარდა ამისა, SP Advisors-ი, არჩეულია „თიბისი ბანკის" კორპორაციულ ბროკერად, რათა ბანკს დაეხმაროს სავაჭრო აქტიურობებში ლონდონის საფონდო ბირჟაზე, რათა გაიზარდოს კონტაქტები ინვესტორებთან, რომლებიც რეგიონით არიან დაინტერესებული.
„ჩვენ მოხარული ვართ თიბისისთან მუშაობის დაწყებით. ბანკის წარმატებული IPO, რომელიც უმსხვილესი იყო საქართველოში, გაზრდის ინტერესს საქართველოს მიმართ, რომელიც ამჟამად ისედაც ლიდერია ინვესტორთა დაინტერესების მიხედვით", -განაცხადა SP Advisors-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ნიკ პიაცამ.
"დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი თანამშრომლობა SP Advisors-თან, დაეხმარება თიბისი ბანკს გააძლიეროს ჩვენი პოზიცია, როგორც ერთ-ერთი წამყვანი ბანკის საქართველოში და დსთ-ში", - განაცხადა თიბისი ბანკის გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ.
მასალის გამოყენების პირობები