ცნობილი იტალიელი დიზაინერი ჯორჯო არმანი, რომელსაც ცოტახნის უკან 80 წელი შეუსრულდა, საკუთარი სამოდელო სახლის ლიდერს ეძებს, რომელიც სამომავლოდ მის საქმიანობას განაგრძობს.
"ჩვენი კომპანია ოჯახურია. ეს არის მცირედი ადამიანებისგან შექმნილი ჯგუფი, რომლებიც ჩემთან დიდი ხნის განმავლობაში მუშაობენ. მე დარწმუნებული ვარ, რომ არმანის შემდეგაც ეს ჯგუფი ისევ მეგობრული და ერთი ოჯახი დარჩება. საჭიროა ძლიერი ლიდერი, ისეთი, როგორიც მე ვარ", - აღნიშნა დიზაინერმა მილანის მოდის კვირეულზე, რასაც 2 კოლექცია ქონდა წარმოდგენილი.
აღსანიშნავია, რომ 2015 წელს არმანის ბრენდი 40 წლის ხდება. საკუთარი პირველი კოლექცია დიზაინერმა 1975 წლის 24 ივლისს წარმოადგინა.