რუსეთში მოსკოვის ბირჟაზე გამართულ ვაჭრობაზე 28 აპრილის შემდეგ პირველად ევრომ 50 რუბლის ზღვარი გადალახა და 50,0255 რუბლი შეადგინა.
ევრო რუბლთან მიმართებაში 38 კაპიკით გაძვირდა. ასევე გაიზარდა დოლარის კურსი 29 კაპიკით და 38,68 რუბლი შეადგინა.
რუსეთის ეროვნული ვალუტის ვარდნას ეკონომისტები უკავშირებენ იმ გარემოებას რომ ცენტრალური ბანკის მიერ არ განხორციელდა სათანადო ინტერვენციები.