რუსული კომოანია „გაზპრომის" მოგემა 2014 წლის პირველ კვარტალში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 40%-ით შემცირდა. ამის შესახებ „რია ნოვოსტი" კომპანიის ანგარიშზე დაყრდნობით იტყობინება.
მოგებამ სააგანარიშო პერიოდში მხოლოდ 231,6 მილიარდი რუბლი შეადგინა.
რაც შეეხება შემოსავლებს, კომპანიის ანგარიშის მიხედვით 2014 წლის პირველ კვარტალში დაფიქსირებულია 70%-იანი ზრდა - 1, 559 ტრილიონი რუბლი.
მოგების შემცირებასთან დაკავშირებით კომპანიაში განმარტავენ, რომ ეს პროცესი განპირობებულია რუბლის ვარდნით და „ნეფტოგაზ უკრაინას" დავალიანებით.