დუბაიში ახალი აეროპორტის მშენებლობა იგეგმება, რომელიც ყოველწლიურად 200 მლნ მგზავრს მოემსახურება. პროექტის ღირებულება 32 მლრდ დოლარია.
პროექტის თანახმად გადაკეთდება არსებული პატარა აეროპორტი, რომელიც Dubai World Central-ის სახელითაა ცნობილი და აქამდე მხოლოდ დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანიებს ემსახურებოდა. თავად აეროპორტი კი 2010 წელს გაიხსნა.
მშენებლობის პირველი ეტაპის დასრულება 6-8 წელში იგეგმება. პროექტის დასრულების შემდეგ კი აეროპორტი წელიწადში 200 მლნ მგზავრს გაატარებს.