Hotel.info-ს სპეციალისტებმა საკუთარი კვლევა ჩაატარეს და რათა გამოიერკვიათ ის ქალაქები სადაც ყველაზე სუფთა და მოწესრიგებული სასტუმროები მდებარეობს.
როგორც კვლევამ დაადგინა, მსოფლიოს მასშტაბით ყველაზე სუფთა სასტუმროები ტოკიოშია. კვლევამ აჩვენა, რომ იაპონიის დედაქალაქში განთავსებულ სასტუმროებში სისუფთავის ყველაზე მაღალი ხარისხია.
რაც შეეხება ევროპას, ევროპის მასშტაბით ყველაზე სუფთა სასტუმროები ვარშავაში, ბრატისლავაში და სოფიაშია.
ევროპაში სწორედ ამ სამი ქალაქის სასტუმროებმა მიიღეს ყველაზე მაღალი შეფასებები.
როგორც კვლევამ აჩვენა, მიუხედავად იმისა, რომ პარიზს ხშირად „სინათლის ქალაქს" უწოდებენ, ხშირად მის სასტუმროებში სისუფთავის დეფიციტია. პარიზის სასტუმროებმა 10 ბალიან სკალაში, სისუფთავის მხრივ, მხოლოდ 7,63 ქულა აიღეს.
რაც შეეხება ლონდონს, ოსლოს, ამსტერდამისა და კოპენჰაგენის სასტუმროებს, ისინი, რიგითობის მიხედვით, მხოლოდ 7,52, 7,53, 7,58 და 7,60 ქულად დასჯერდნენ.