ხვალ, 11 სექტემბერს, 11.00 საათზე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრად განვითარების სამინისტროში კომპანია „გრინერჯისა" და „საქართველოს მეწარმეობის განვითარების სააგენტოს" შორის გაფორმდება ხელშეკრულება, რომლის მიხედვით ორ წელიწადში საქართველოში ტექნოლოგიურად და ეკოლოგიურად სუფთა ხის გრანულების წარმოება დაიწყება. კომპანიის განცხადებით, ეს იქნება ინოვაციური პროდუქტი, რომელიც ხელს შეუწყობს შეშის მოხმარების შემცირებას. ხელმოწერის ცერემონიას დაესწრება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრისმოადგილე ქეთევან ბოჭორიშვილი.
საწარმოს მშენებლობის დასაფინანსებლად 160 000 აშშ დოლარის შეღავათიანი სესხი „თიბისი ბანკმა" გასცა. პროექტის მთლიანი საინვესტიციო ღირებულება ამ ეტაპზე 185 000 აშშ დოლარია. საწარმო საგარეჯოს რაიონში 2015 წლის თებერვალში ამუშავდება.
მასალის გამოყენების პირობები