9 სექტემბერს Apple ახალ ქმნილებას iPhone 6-ს წარმოადგენს, რაც საერთო ჯამში კომპანიის გაყიდვებს გაზრდის. Apple-ს ახალი მოდელების გაყიდვა ოფიციალურად 19 სექტემბერიდან დაიწყება, თუმცა ნიუ-იორკში კომპანიის მარაზიებთან უკვე 10 დღეზე მეტია რიგები დგას.
გავრცელებული ინფორმაციით საწყის ეტაპზე რეალიზაციაში 4.7 დიუმის ეკრანის მქონე ტელეფონები ჩაეშვება, ხოლო 5.5 დიუმის ეკრანის მქონე სმარტფონების რეალიზაცია ოდნავ მოგვიანებით დაიწყება.
ორი ახალი მოდელის iPhone-ს გარდა 9 სექტმებრს Apple ე.წ. „ჭკვიან" საათს - iWatch-საც წარმოადგენს.
უკვე ცნობილია, რომ iWatch-ი iPhone-ს გადასცემს ინფორმაციას მისი მფლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობისა და სპორტული მიღწევების შესახებ. ეს ყველაფერი კი შესაძლებელი იქნება iOS 8-ის საშუალებით, რომელიც ოფიციალურად სექტემბერ-ოქტომბერში გამოჩნდება.
ასევე სმარტსაათი დაკავშირებული იქნება HomeKit-თან, რაც თავის მხრივ საშინაო ტექნიკის მართვას უზრუნველყოფს