ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი აგვისტოში, მისთვის რეკორდული რაოდენობით მგზავრს მოემსახურა.
„საქართველოს გაერთიანებული აეროპორტების" ინფორმაციით, ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტმა მომსახურებულ მგზავრთა რაოდენობით აგვისტოს თვეში რეკორდი მოხსნა. გაერთიანების ინფორმაციით, 2014 წლის ავისტოში აეროპორტი 24 500 მგზავრს მოემსახურა, მთელი ზაფხულის პერიოდში კი 67,174 ადამიანს.