საბაჟო გამშვები პუნქტი „სარფი" საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ პროცედურებს, 24 საათის განმავლობაში, შეფერხებების გარეშე ახორციელებს. მიუხედავად მიმდინარე წლის 31 აგვისტოს დაფიქსირებული მგზავრთა დიდი ნაკადისა, ამ დროისთვის, როგორც ფიზიკური პირების მიმოსვლის, ასევე ავტოსატრანსპორტო საშუალებების, მათ შორის სატვირთო მანქანების გატარების მხრივ, პრობლემები აღმოფხვრილია. შესაბამისად, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანა/გატანასთან, აგრეთვე აღნიშნული საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით სახელმწიფო საზღვრის გადამკვეთ ფიზიკურ პირთა მიმართ საბაჟო კონტროლის განხორციელებასთან დაკავშირებით, შეფერხებები არ არის.
ამ დროისთვის სრული დატვირთვით მუშაობს საბაჟო გამშვები პუნქტი „ყაზბეგიც". სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, კანონმდებლობით დადგენილი საბაჟო პროცედურები ამ პუნქტისთვის განსაზღვრული სამუშაო საათების განმავლობაში - 7 საათიდან 18 საათამდე ხორციელდება.