MSN Messenger, რომელიც კომპანია Microsoft-ის მიერ იყო შექმნილი და მისი ისტორია 15 წელს მოიცავს, მიმდინარე წლის ოქტომბერში მთლიანად გაუქმდება.
პროგრამა 1999 წელს იქნა გაშვებული და 2013 წლისთვის მისი გათიშვა ეტაპობრივად დაიწყო, რითაც Microsoft-მა Skype-ის სასარგებლოდ უარი თქვა Windows Live Messenger-ის განვითარებაზე. თავად Skype კი Microsoft-მა 2011 წელს შეიძინა. იმავდროულად MSN Messenger-ის მომხმარებლებისათვის Skype-ის გამოყენება იქნება შესაძლებელი.
მასალის გამოყენების პირობები